მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

კვამე ნკრუმაგანელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.

დღის სტატია

ბორის ელცინი
ბორის ელცინი

ბორის ელცინი (რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин; დ. 1 თებერვალი, 1931, სოფ. ბუტკა, ტალიცის რაიონი, სვერდლოვსკის ოლქი ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი) — რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში.

დაიბადა 1931 წელს სვერდლოვსკის ოლქში. 1955 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სტუდენტობის პერიოდში იგი სერიოზულად იყო გატაცებული კალათბურთით. 1961 წელს გახდა სკკპ-ს წევრი. 1968 წლიდან ჩაება პოლიტიკაში. 1978-88 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1985 წლიდან მოღვაწეობს მოსკოვში, ორჯერ იყო არჩეული რუსეთის სახელმწიფოს მეთაურად.

დღის სურათი

ღამის კლუბ „პულსში“ მომხდარი სროლის მსხვერპლთა მემორიალი ნიუ-იორკში. 2016 წლის 12 ივნისს, ტერორისტმა 49 ადამიანი მოკლა და 53 დაჭრა მასობრივი სროლის დროს ორლანდოში, ფლორიდა, აშშ.
ღამის კლუბ „პულსში“ მომხდარი სროლის მსხვერპლთა მემორიალი ნიუ-იორკში. 2016 წლის 12 ივნისს, ტერორისტმა 49 ადამიანი მოკლა და 53 დაჭრა მასობრივი სროლის დროს ორლანდოში, ფლორიდა, აშშ.
ღამის კლუბ „პულსში“ მომხდარი სროლის მსხვერპლთა მემორიალი ნიუ-იორკში. 2016 წლის 12 ივნისს, ტერორისტმა 49 ადამიანი მოკლა და 53 დაჭრა მასობრივი სროლის დროს ორლანდოში, ფლორიდა, აშშ.

სიახლეები

ნიკოლ ფაშინიანი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


12 ივნისი — ამ დღეს...

ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი
ენა